02:39 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-15 18:42:16, 1860 ნახვა

კომენტარი
ბრუნო ბალვანერა: საქართველო ევროპის მეორე ტალღის ლიდერია

„საქართველო მოწინავე პოზიციაზეა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ახლა ცდილობენ საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ დასავლეთის  ეკონომიკაში.  საქართველო ევროპის მეორე ტალღის ლიდერია“, - ამის შესახებ EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ თბილისში Emerging Europe-ის რედაქტორთან, ენდრიუ ვრობელთან საუბრისას განაცხადა.

ბალვანერას შეფასებით, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და საკუთარი მოსაზრების დასასაბუთებლად ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებსა და სტაბილურ პოლიტიკურ ვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას.

„ რამდენიმე კვირის წინ თბილისში EBRD-ის პრეზიდენტი, სუმა ჩაკრაბარტი იმყოფებოდა. მისი თქმით, საქართველო ლიდერია იმ მეორე ტალღის ქვეყნებს შორის, რომლებიც თანდათანობით დასავლეთის ეკონომიკის ნაწილი ხდება. ჩაკრაბარტიმ იგულისხმა, რომ ‘პირველი ტალღა’ აერთიანებდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, როგორიცაა პოლონეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა და სლოვაკეთი. ‘პირველი ტალღის’ ქვეყნებმა უკვე მოახერხეს ევროპულ ეკონომიკაში ინტეგრირება და საკმაოდ დიდი წარმატებითაც. რაც შეეხება ‘მეორე ტალღის’ ქვეყნებს, ეს სწორედ ის ქვეყნებია, რომლებიც ახლა ცდილობენ საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ საბაზრო ეკონომიკაში. საქართველო ამ ქვეყნებს შორის მოწინავე პოზიციაზეა“, - აცხადებს EBRD-ის რეგიონალური დირექტორი.

ბრუნო ბალვანერას კომენტარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ავრცელებს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics