05:47 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-15 15:25:20, 1803 ნახვა

საზოგადოება
„ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მონაწილეები მსვლელობით ივანიშვილის რეზიდენციისკენ მიემართებიან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მხარდამჭერები ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მიემართებიან.

ისინი თბილისის საკრებულოს 10 სექტემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს  „თაბორი რიზორთს“ და „თბილისი სითის“ მიწის ნაკვეთები გადაეცა.

„ივანიშვილმა იყიდა მთელი პარლამენტი, იყიდა კონსტიტუცია, ყიდულობს სიმბოლურ ფასდა მიწას და მისი სურვილია იყიდოს მთელი ქვეყანა. ჩვენი ამოცანაა, გადავარჩინოთ საქართველო კლანური მმართველობისგან. ბოლო წვეთი იყო კონსტიტუციის მიღება და თბილისის ასე უხეშად მითვისება, რომელმაც ხალხი გამოიყვანა“, - აღნიშნა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ.

საპროტესტო აქცია, რომელიც მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერში უნდა დასრულებულიყო, თუმა აქციის მონაწილეებმა გეგმები შეცვალეს. შესაბამისად, აქცია ივანიშვილის რეზიდენციასთან დასრულდება.

შეგახსენებთ, საკრებულოში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, ოქროყანას დასახლებაში მდებარე 4433 კვ.მ მიწის ნაკვეთი შპს „თაბორი  რიზორთს“, პირდაპირი განკარგვის ფორმით 102,000 ლარად  გადაეცა საკუთრებაში. ხოლო, თბილისში, პუშკინის ქუჩაზე ცეკავშირის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე სასტუმროსთან  არსებული 1900 კვ.მ მიწის ნაკვეთის  შპს „თბილისი სითისათვის“ საკუთრებაში გადაცემა, სიმბოლურ ფასად -1 ლარად მოხდა. ორივე კომპანიის მიერ დაგეგმილი პროექტები თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის დაფუძნება ყოფილი პრემირ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება. კერძო კომპანიისთვის 1900 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემა მის საკუთრებაში არსებული სასტუმროსათვის დამატებით მიწისქვეშა 30 ავტოსადგომის მოწყობის მიზნით მოხდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics