09:57 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-14 18:12:36, 2185 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე ზაჰესის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დღეს ზაჰესის დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრა გამართა მოსახლეობასთან. 

მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს სვეტიცხოვლობა მიულოცა და საარჩევნო პროგრამის პრორიტეტები გააცნო. 

სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა თბილისის ურბანულ განვითარებაზე, სატრანსპორტო საკითხების მოგვარებაზე, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განვითარების გზებზე, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებსა და განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხების წინ წამოწევის მნიშვნელობაზე. 

თბილისის მერობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა ცენტრალური და პერიფერიული უბნების თანაბარი განვითარების აუცილებლობას. 

“ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა, რომ თბილისის ყველა რაიონში მცხოვრებმა მოქალაქემ დედაქალაქი იგრძნოს საკუთარ უბანში, საკუთარ ქუჩაზე. საჭიროა მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობა ყველა რაიონში, რითაც ნებისმიერი თაობის ადამიანი ისარგებლებს და ეს მუნიციპალური პროგრამები იქნება ხელმისაწვდომი”, - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძემ ეკოლოგიურ გამოწვევებზე და მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც  პარკებისა და სკვერების რეაბილიტაციას, ახალი მწვანე სივრცეების შექმნას, მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებას და განვითარებას, ასევე, მშენებლობის სტანდარტების დახვეწას ითვალისწინებს.

მანვე ყურადღება გაამახვილა სოციალურ მიმართულებაზე და აღნიშნა, რომ ოცდაორივე მუნიციპალური პროგრამა გაგრძელდება და კიდევ უფრო განვითარდება. 

“ხვალ და ზეგ თქვენთან შეხვედრის მე არ შემრცხვება, რადგან 4 წლის განმავლობაში ჩვენ განვახორციელებთ საუკეთესო პროექტებს, გავატარებთ საუკეთესო რეფორმებს, რომლითაც თითოეული თქვენგანი, ჩემთან ერთად იამაყებს”, - აღნიშნა კახა კალაძემ შეხვედრაზე.

ზაჰესის დასახლებაში გამართულ შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ილია წულაია და  „ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა ოგბაიძე დაესწრნენ. 

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
დრონებმა მოსკოვს, იაროსლავისა და როსტოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შეუტიეს, შედეგად ხანძარი გაჩნდა
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის პარტიის ოფისში აფეთქება მოხდა, ეჭვმიტანილი დაკავებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics