|
2017-10-14 14:25:14, 1934 ნახვა
საზოგადოება
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შესაბამისი ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება
„დღეისათვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დასავლეთ საქართველოში დაამუშავა 110 ათასი ჰექტარი სოფლის მეურნეობის მიწები. მავნებლის ლიკვიდაცია იმ კერებში მოხდა სადაც, აღინიშნებოდა ძალიან დიდი კონცენტრაციები“,-ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა მონიტორინგი და ამისთვის 21 ათასი დამჭერი ხაფანგი იყო დამონტაჟებული. „მწერს შეუძლია დიდი მანძილის დაფარვა დაახლოებით 100 კილმეტრამდე შეუძლია ფრენა, შესაბამისად ამ პერიოდში ეძებს გამოსაზმთრებელ ადგილებს. მისთვის კომფორტული ადგილები არის შენობა-ნაგებობებ, პარკები, ტყეები და ა.შ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბოლომდე აგრძელებს ამ მავნებელთან ბრძოლას. მწერთან ბრძოლის შესაბამისი ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით გატარდება. იგი არის მფრინავი მწერი, ამდენად თავისუფლად შეუძლია გავრცელდეს არამხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში. ჩვენ შედგენილი გვაქვს სტრატეგია, შესაბამისი ბიუჯეტი, სადაც გათვალისწინებული არის ღონისძიებები როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის ძალიან დიდი მავნებელია აზიური ფაროსანა, რომლის სამშობლო არის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები, ჩინეთი, ტაილანდი, იაპონია, კორეა. მასიური გამრავლების დროს ის მიგრირებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე და თავის სამშობლოში დაახლოებით 300-მდე მცენარეს აზიანებს. აზიური ფაროსანა პირველად დაფიქსირად 1995 წელს. საქართველოში ბაღლინჯოს 24 სახეობა არის, რომელიც ძალიან წააგავს აზიურ ფაროსანას, მაგრამ ის არის ენდემური სახეობები 2016 წელს მწერმა დიდი ზიანი მოუტანა მეთხილეობას“,-განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ. ცნობისთვის, აზიური ფაროსანა არ კბენს ადამიანს და შინაურ ცხოველებს, არ გადააქვს რაიმე დაავადება და არ იწვევს ფიზიკურ ზიანს. თუმცა, თუმცა შესაძლებელია, ზოგიერთ ადამიანს მაღალი მგრძნობელობა ჰქონდეს სუნიანი ხოჭოს მიერ გამოყოფილი ალერგენების მიმართ. აზიური ფაროსანას შენობებსა და დახურულ სივრცეში მოსპობის ყველაზე უსაფრთხო საშუალება-მექანიკური განადგურებაა. აზიური ფაროსანა ბუნებრივი შერჩევის გამო ინსექტიციდების (მწერების საწინააღმდეგო საშუალება) მიმართ მაღალი მდგრადობით გამოირჩევა. აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებლად ადგილის ძებნას ადრეული შემოდგომიდან იწყებს. ევროპაში მწერი პირველად 2008 წელს, შვეიცარიაში გამოჩნდა. 2014 წელს ის პირველად დაფიქსირდა რუსეთში. 2015 წიდან კი აფხაზეთში გავრცელდა, ხოლო 2016 წლიდან მასობრივად დაიწყო დასავლეთ საქართველოს სხვა რაიონებში მისი გავრცელება.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)