16:30 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-01 13:46:56, 432 ნახვა

პოლიტიკა
ნინო გვენეტაძე: ამ ეტაპზე კანონის მოთხოვნები არ დარღვეულა, პრეზიდენტს თავისი უფლებამოსილება აქვს

„ამ ეტაპზე კონსტიტუციისა და კანონის მოთხოვნები არ დარღვეულა, ბუნებრივია, პრეზიდენტს თავისი უფლებამოსილება აქვს“, - ასე გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე გიორგი მარგველაშვილის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენის ერთი კვირით გადადების საკითხს.

„ამ საკითხებთან დაკავშირებით შემიძლია ერთი ვთქვა. მთავარია არ დაირღვეს კონსტიტუციისა და კანონის მოთხოვნები, რამდენადაც ვიცი ამ ეტაპზე ეს არ მომხდარა. ბუნებრივია პრეზიდენტს აქვს თავისი უფლებამოსილება და პარლამენტი იმუშავებს იმ უფლებამოსილებებში, რადაც ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება და დამტკიცება ჰქვია“, - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეგისტრირებულ წამალზე იმის საუბარი, ბავშვებს ხომ არ დააზიანებს, აბსურდულია - გვიშიანი
კალაძე: სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?
სუს-მა ბათუმში ტერორისტული ორგანიზაციის ორი წევრი დააკავა
კალაძე ცოტნე ივანიშვილის მოწოდების მიუხედავად ოპონენტებს მოღალატეებს ეძახის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics