|
2017-10-12 18:54:14, 1811 ნახვა
საზოგადოება
შსს ომბუდსმენს არაობიექტურობაში ადანაშაულებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო "სახალხო დამცველის მხრიდან ბოლო პერიოდში პოლიციის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას" ეხმაურება. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პოლიცია მოქმედებს კანონის ფარგლებში, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით. "სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შსს-ს სისტემაში, დაკავებულ პირებთან ურთიერთობის, მათი მონახულების პრობლემა არასდროს შექმნიათ, მათ შორის, არც მოცემულ შემთხვევაში. აქციიდან პოლიციის განყოფილებებში გადაყვანილი, დაკავებული პირების მონახულების საშუალება, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს, ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, პირველივე ფიზიკური შესაძლებლობის შექმნისთანავე მიეცათ. ამდენად, გაკვირვებას გამოვთქვამთ სახალხო დამცველის მხრიდან აღნიშნული ფაქტის არასწორი ინტერპრეტაციის გამო. შსს-ს განცხადების თანახმად, სახალხო დამცველის მხრიდან პოლიციის სისტემაში დაკავებულთა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ზრდაზე საუბარი არის დაუსაბუთებელი და არაობიექტურია. "როდესაც სახალხო დამცველი პოლიციას ადანაშაულებს სისასტიკესა და ძალის გადამეტებაში, მხოლოდ მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული პირის მონათხრობის საფუძველზე, მით უფრო, იმ დროს, როცა აღნიშნული პირი მისი მეუღლის ნათესავი და მის ოჯახთან დაახლოებულია, იყენებს სახალხო დამცველის მანდატს ყაჩაღობაში ბრალდებული ნათესავის გასამართლებლად, ვფიქრობთ, დასკვნები თავად საზოგადოებამ უნდა გააკეთოს. სახალხო დამცველს არც ერთხელ არ დაუცავს თავად პოლიციელთა უფლებები და არასოდეს გამოუთქვამს პროტესტი ამა თუ იმ დანაშაულში ბრალდებულ პირთა მხრიდან პოლიციის მიმართ გამოხატულ ძალადობასა თუ ცილისწამებაზე. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, უდანაშაულობის პრეზუმფცია ქვეყნის ყველა მოქალაქეზე, მათ შორის, პოლიციელებზეც ვრცელდება. არაერთგზის აღვნიშნეთ, რომ ამგვარი, სახალხო დამცველის ინსტიტუტისათვის შეუფერებელი მიდგომები, საფრთხეს უქმნის თავად საზოგადოების უსაფრთხოებას და ქმნის წინაპირობას დანაშაულის წახალისებისთვის. გვსურს, ხაზგასმით განვაცხადოთ, რომ ნებისმიერი გადაცდომის გამოვლენა და მასზე ადეკვატური რეაგირება უწინარესად სწორედ შსს-ს ინტერესს წარმოადგენს. ამ მიმართულებით ეფექტურად მუშაობს შსს-ს გენერალური ინსპექცია, რომელიც არც ერთ შეტყობინებას რეაგირების გარეშე არ ტოვებს. ამაზე მიუთითებს შესაბამისი სტატისტიკა, რომელიც ღია და საჯაროა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. აღნიშნული სტატისტიკა, თავის მხრივ, ცხადყოფს უწყების მიდგომებს ნებისმიერი სახის გადაცდომის მიმართ. შს სამინისტრო არასდროს გაურბის ობიექტურ კრიტიკას და მოწოდებულია ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციასთან, განსაკუთრებით, სახალხო დამცველის ოფისთან კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ, დასავლური სტანდარტების, ადამიანის უფლებების დაცვაზე მაქსიმალურად ორიენტირებული გარემოს უზრუნველყოფის მიზნი", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)