08:51 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-12 18:25:53, 1851 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი ჯეიმს აპატურაის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და ნატოს მომავალი სამიტის საკითხი განიხილეს.

ამასთან, საუბარი შეეხო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმებს, რომლებიც ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების განმტკიცებას და საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმის ამაღლებას, ასევე, ნატოსთან თავსებადობას, ემსახურება.

„ასევე, განხილულ იქნა დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ნაბიჯები და ამ მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი.

ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში.

აღინიშნა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციას და იყენებს ყველა არსებულ პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რაც საჭიროა ნატოში გაწევრიანებისთვის.

პრემიერ-მინისტრმა ჯეიმს აპატურაის საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მოხარულია, უმასპინძლოს საქართველოს მეგობრებს“, - ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics