|
2017-10-12 18:00:50, 2288 ნახვა
ეკონომიკა
ტყიბულის რაიონში ქვის გადამმუშავებელი საწარმო აშენდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ტყიბულის რაიონში, სოფელ გელათში, ქვის გადამმუშავებელი საწარმო აშენდება, სადაც სამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვის დამუშავება და მოჩუქურთმება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შპს „გაზკო“ წარმოების დასაწყებად და საწარმოს მოსაწყობად 353 200 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და ადგილობრივ მოსახლეობას დაასაქმებს. საწარმო წლიურად მინიმუმ 2 000 მ3 პროდუქციის წარმოებას შეძლებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ საწარმოს ასაშენებლად შპს „გაზკოს“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადასცა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)