20:35 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-12 12:08:32, 2016 ნახვა

კომენტარი
ხატიაშვილი: ერთი გაბედონ და დაკითხონ ადვოკატები, ევროსაბჭოს მისაღებში დავწვები და არ ავდგები იქედან

ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელის ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, პროკურატურა შემაშფოთებელ გადაწყვეტილებებს იღებს.

როგორც ხატიაშვილმა მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ადვოკატის კორპუსის დაშინება სურთ, ვინაიდან მათ გათქვან ინფორმაცია, რომელიც დაცვის განხორციელების პროცესში მიიღეს.

ხატიაშვილის თქმით, თუ ეს პრეცედენტი შეიქმნა, ადვოკატს უკვე შეეშინდება, კლიენტს რამე უთხრას და პირიქით.

ხატიაშვილი ამბობს, რომ ამას მთელი ძალებით შეებრძოლება.

„ერთი გაბედონ და დაკითხონ ადვოკატები, ევროსაბჭოს მისაღებში დავწვები და არ ავდგები იქედან“,-აღნიშნა ზაზა ხატიაშვილმა.

პროკურატურამ,   მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, გამოძიება დაიწყო.

„ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედია-საშუალებებში არაერთხელ გავრცელდა მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმის მასალები. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაწყებულია გამოძიება. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს პროკურატურა“,-აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics