|
2017-10-12 11:16:09, 1777 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: რამდენადაც მძიმე არ უნდა იყოს, ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ რუსეთის პროვოკაციებს
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან გამოწვევების წინაშე დგას. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველომ არ უნდა წამოეგოს რუსეთის პროვოკაციებს და რუსეთის მიმართ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკით უნდა იმოქმედოს. "რამდენადაც მძიმე არ უნდა იყოს ეს ჩვენთვის, ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ იმ პროვოკაციებს, რომელიც როგორც არაერთხელ აღმოჩნდა რუსეთის პოლიტიკის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს. პარალელურად უნდა გავზარდოთ და გავაღრმავოთ დემოკრატიული პროცესი ქვეყანაში, არ შევაჩეროთ ქვეყნის ინტეგრაციული პროცესები ევროპასა და ნატო-ში და გავაღრმავოთ ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული რეფორმები. საქართველომ აუცილებლად უნდა გააძლიეროს და აძლიერებს თავის შეიარაღებული ძალებს. ქართული შეიარაღებული ძალები ყოველ ეტაპზე, წარმატებული რეფორმებისა და განვითარების შედეგად, გადადიან უფრო მაღალ ხარისხზე, როგორც ჩვენს სტრატეგიულ მიზან ნატო-სთან თავსებადობის თვალსაზრისით, ასევე ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით. მნიშვენლოვანია ასევე ის, რომ ამ 25 წლის განმავლობაში, რაც საქართველო ხან ჰიბრიდული ომის, ხან პირდაპირი აგრესიის მეშვეობით, რუსეთის მხრიდან ოკუპირებული და დაზარალებული ქვეყანა, ჩვენ ქვეყანას არ მოუკლია პასუხისმგებლობა როგორც საერთაშორისო მოთამაშეს", - განაცხადა მარგველაშვილმა. მარგველაშვილის თქმით, რუსეთი საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე ზრდის შეიარაღებას: "არღვევს ჩვენი მოქალაქეების უფლებებს, ზღუდავს მათი გადაადგილების თავისუფლებას, უზღუდავს მათ ისეთ ჰუმანურ შესაძლებლობებს, როგორიც არის წვდომა განათლებასა და ჯანდაცვაზე". საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო პარტნიორებს რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ ერთიანი სტრატეგიის შემუშავებისაკენ მოუწოდა. "შევქმნათ ერთიანი სტრატეგია, რომელიც ნათელ პასუხებს გასცემს რუსეთის პოლიტიკას საკუთარი მეზობლების მიმართ. პრივილეგირებული ინტერესების სფეროებად მსოფლიოს დაყოფა წარმოადგენს საშიშროებას არა მხოლოდ რუსეთის მეზობლებისთვის, არამედ უფრო გლობალურად. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ მისული იმ წერტილამდე, როდესაც ყველას ერთად გვექნება ძალიან მტკიცე და ნათელი პასუხები ამ პოლიტიკასთან დაკავშირებით; როდესაც ჩვენი ხმა იქნება უაღრესად კონსოლიდირებული და მტკიცე; როდესაც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკას რეგიონის დესტაბილიზაციას დაუპირისპირდება სრულიად მტკიცე და ერთიანი ხედვა, რომელიც მისცემს საქართველოს და სხვა ქვეყნებს, რომლებმაც დამოუკიდებლობისა და თავისუფლების კურსი აირჩიეს, იმის რეალურ და მტკიცე გარანტიებს, რომ ასეთ პოლიტიკას არ ექნება შესაძლებლობა რამენაირად შეარყიოს ჩვენი და რეგიონის სტაბილურობა. ერთიანი ხედვების, ერთიანი პოლიტიკის, ერთიანი საფუძვლის ძებნის თვალსაზრისით, იმედი მაქვს, კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი გადაიდგმება ამ დღეებში და კიდევ უფრო კოორდინირებულები ვიქნებით ჩვენც და ჩვენი პარტნიორებიც მაშინ, როდესაც საუბარია ჩვენი ქვეყნის, რეგიონის და გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)