|
2017-10-11 18:59:27, 1417 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე რუმინეთის სახელმწიფო მდივანს შეხვდა
ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი რუმინეთის სახელმწიფო მდივანს, მირჩა დუშას შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე და ურთიერთობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. განსაკუთრებით აღინიშნა მრავალეროვნულ სწავლებებში ქართველი და რუმინელი სამხედრო მოსამსახურეების ერთობლივი მონაწილეობა. ლელა ჩიქოვანმა ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში რუმინეთის პრაქტიკულ დახმარებაზეც გაამახვილა. მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში ნატოს ძალების გაძლიერების გადაწყვეტილებაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ეს რეგიონში სტაბილურობის კიდევ უფრო განმტკიცებას შეუწყობს ხელს. შეხვედრის დასასრულს ლელა ჩიქოვანმა და მირჩა დუშამ ხელი საქართველოსა და რუმინეთის მთავრობებს შორის მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ერთობლივი უზრუნველყოფის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს. ორმხრივი შეხვედრა საქართველო-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის (SEDM) ფარგლებში გაიმართა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)