|
2017-10-11 15:19:00, 1949 ნახვა
კომენტარი
დოლიძე: მთავრობა არასდროს ყოფილა ისე ახლოს პარლამენტთან, როგორც ბოლო 5 წლის განმავლობაში
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე არ იზიარებს ოპოზიციის კრიტიკას, თითქოს მინისტრები პარლამენტში მისვლასა და მათ შეკითხვებზე პასუხის გაცემას თავს არიდებენ. „არასწორია ეს განცხადებები. მთავრობა არასდროს არ ყოფილა ისე ახლოს პარლამენტთან და თანამშრომლობის ხელი გაწვდილი გვაქვს, როგორც ბოლო 5 წლის განმავლობაში, ეს შესამჩნევია ყველასთვის. მე პირადად რამდენჯერაც მეთხოვა, კომიტეტის მოსმენა იყო ეს, თუ ანგარიშის ჩაბარება, თუ ნებისმიერი სხვა, მითუმეტეს ისეთ მინისტრებზე, რომლიც დასახელებული იყო - საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი, ამას წინათაც იმყოფებოდა მე მახსოვს, და ყველა კითხვას უპასუხა აბსოლუტურად, ისევე როგორც სხვა მინისტრებმა. ამგვარი თანამშრომლობა მე არასდროს მახსოვს. ალბათ, თქვენც გახსოვთ, თუ რა ხდებოდა მანამდე, 2012 წლამდე, რა სახის „თანამშრომლობა“ იყო პარლამენტსა და მთავრობას შორის. აქედან გამომდინარე, მთავრობის პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულებაზე თუ არის საუბარი, მინდა, დაგარწმუნოთ, ჩვენ ამგვარი პოლიტიკური პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, ვაკეთებთ ამას და მომავალშიც იგივე სულისკვეთებით გავაგრძელებთ”,-განაცხადა დოლიძემ. რაც შეეხება გუშინ თბილისის საკრებულოსთან განვითარებულ მოვლენებს და აქედან გამომდინარე შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში დაბარების საკითხს, დოლიძე ფიქრობს, რომ სამართალდამცველებმა თავისი ფუნქცია ზედმიწევნით კარგად შეასრულეს: „ოპოზიცია როგორ მოქმედებდა, ჩვენ ყველა ამის მოწმე ვართ, იმ სანახაობის, რომელიც საკრებულოსთან ვიხილეთ. შსს-მ და ჩვენმა სამართალდამცავმა ორგანოებმა ზედმიწევნით კარგად, სწორად შეასრულეს ის ფუნქცია, განსხვავებით იმისგან, რომელიც ხდებოდა 2012 წლამდე, მათ თავიანთი მაღალი პროფესიონალიზმი და პოლიტიკაში ჩაურევლობა კიდევ ერთხელ დაასაბუთეს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩენი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითრებისთვის”,-აღნიშნა დოლიძემ.
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)