02:40 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-11 13:33:15, 2015 ნახვა

საზოგადოება
ყაზახეთის დელეგაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებს გაეცნო

ყაზახეთის მთავრობის, ეკონომიკის სამინისტროსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დღეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს ეწვივნენ და დეტალურად გაეცნენ უწყების საქმიანობის სპეციფიკას. მათ შორის, სააღსრულებო წარმოების ეტაპებს, ბიუროს მიდგომას მოვალეების მიმართ, მორიგების პოლიტიკასა და შედეგებს. სტუმრების ინტერესის სფეროში მოხვდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ელექტრონული აუქციონი და არასააღსრულებო სერვისები: გამარტივებული საქმისწარმოება, ფაქტების კონსტატაცია, შეფასება, გადახდისუუნარობა.

სტუმრებმა აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფისი და მოქალაქეებთან კონსულტაციის სივრცე დაათვალიერეს.


აღსრულების ეროვნულ ბიუროში ვიზიტის მიზანს საქართველოს სააღსრულებო სისტემის მუშაობის უკეთ გაცნობა და აღსრულების მიმართულებით დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

ყაზახეთის დელეგაცია 4 დღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება და იუსტიციის სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და ინოვაციურ სერვისებს ეცნობა. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების მუშაობის სპეციფიკასა და სერვისებს ეცნობიან.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics