|
2017-10-11 12:21:51, 1830 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: პირველი სიის ჩავარდნას ქვეყნის შიგნით და სტრასბურგში გაუგონარ პროცესებს ვუკავშირებ
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოდან ასარჩევი სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების პირველი სიის ჩავარდნას უკავშირებს „გაუგონარ პროცესებს ქვეყნის შიგნით და სტრასბურგში, რომელშიც ბევრი ადამიანი მონაწილეობდა“. თეა წულუკიანმა ლადო ჭანტურიას ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა: „ჩვენი სიას ჩავარდა ერთადერთხელ, რაც არაერთხელ მომხდარა სხვა ქვეყნების შემთხვევაში. წინა პარასკევს, როდესაც გასაუბრებები ჩატარდა ქართველ კანდიდატებთან, განიხილეს თურქეთის სია, რომელიც უკან დააბრუნეს და ჩვენი სია მოიწონეს. ჩვენი სია ერთხელ იქნა საპარლამენტო ასამბლეის მიერ უარყოფილი. მეორე სია ჩავარდნილი არ ყოფილა, ამგვარი გადაწყვეტილება ბუნებაში არ არსებობს, მეორე გადაწყვეტილება იყო სიის მოწონების შესახებ რამდენიმე დღის წინ. პირველი სიის ჩავარდნას, მე ვუკავშირებ იმ გაუგონარ პროცესებს ქვეყნის შიგნით და სტრასბურგში, რომელშიც მონაწილეობდა ძალიან ბევრი ადამიანი, ისინი გუშინაც კი, საპარლამენტო ასამბლეის კენჭისყრის პარალელურად მუშაობდნენ, მაგრამ საქართველოს ღირსეულმა კანდიდატმა აბსოლუტური უმრავლესობა მიიღო. ჭანტურიას მინდა წარმატება ვუსურვო. ის საქმიანობას რამდენიმე კვირაში შეუდგება და დარწმუნებული ვარ, განავითაროს თავის კოლეგებთან ერთად ადამიანის უფლებების ევროპული პრეცედენტი და სამართალი”,-აღნიშნა წულუკიანმა. მან ასევე მადლობა გადაუხადა სტრასბურგის მოსამართლეობის სხვა კანდიდატებს: „მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ კანდიდატს, ვინც მონაწილეობდა და გამოვყო მათ შორის ისინი, ვინც სამკაციან სიაში იყვნენ. ესენია: ლალი ფაფიაშვილი, ალექსანდრე ბარამიძე, რომელმაც ბევრი უსაფუძვლო კრიტიკა მიიღო და დასანანია, ოთარ სიჭინავა, მანო მჭედლიძე, ასევე ევა გოცირიძე და სხვები. ასევე მინდა ყველა სტუდენტ კანდიდატსაც, იურისტებს, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს საკუთარი თავი მოესინჯათ, თუმცა კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდნენ, მათაც ვუთხრა მადლობა”,-განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)