08:51 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-11 12:03:04, 1811 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი პოლიტიკოსებს და მაჟორიტარობის კანდიდატებს მოუწოდებს, ერთმანეთს მშვიდ გარემოში შეეჯიბრონ

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თბილისის საკრებულოსთან გუსინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

წულუკიანის თქმით, დეპუტატები ნეგატიური პროცესების პროვოცირებას ცდილობდნენ.

მინისტრი მიიჩნევს, რომ სამართალდამცველებმა კანონის შესაბამისად იმოქმედეს:

“ვფიქრობ ნებისმიერი ციებ-ცხელება წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია ნებისმიერ ქვეყანაში, დემოკრატიულ საზოგადოებაში, თუმცა რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, მინდა გაოცება გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, როგორ იქცეოდა ზოგიერთი დეპუტატი და როგორ ცდილობდა პროვოცირებას ნეგატიური პროცესებისა. მინდა, ხაზი გავუსვა იმ რთულ სამუშაოს და მდგომარეობას, რომელშიც ქვეყნის პოლიციელები აღმოჩნდნენ, თუმცა, ვთვლი, მათი რეაქცია კანონის ფარგლებში იყო, ადეკვატური, და შესაბამისად , როგორც უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ, მინდა ყველას მოვუწოდო - პოლიტიკოს, დეპუტატს, მაჟორიტარობის კანდიდატს ნებისმიერი პარტიიდან, რომ ხელოვნურად ნუ შექმნიან დაძაბულობას, რადგან ამ ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანიისას სახელმწიფოს მხრიდან დაძაბულობა არ არსებობს და შეეცადონ, რომ ერთმანეთს შეეჯიბრონ მშვიდ გარემოში, რადგან ნებისმიერ ასეთ პროვოცირებულ დაძაბულობებს, უყურებს ამომრჩეველი და ამომრჩეველზე უნდა იყოს გათვლილი ნებისმიერი ქმედება. ვიმედოვნებ, გუშინდელი ქმედებები ნეგატიურად არ აისახება ამომრჩევლის მხრიდან იმ პოლიტიკოსებზე და პარტიებზე, თუ პარტიაზე, ვინც ამაში მონაწილეობდა. კარგია, რომ მდგომარეობა მალე სიმშვიდეს დაუბრუნდა, ვისურვებ, რომ ვინც დააკავეს, მალე გათავისუფლებულიყოს, რათა შეძლონ გააგრძელონ მაქსიმალურად სწრაფად თავიანთი კამპანია, რომელიც უნდა აწარმოონ კანონის ფარგლებში”,-აღნიშნა წულუკიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics