20:34 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-11 11:17:49, 1556 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: წლის ბოლოს დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სავალუტო ფონდის მისიამ პირველი მიმოხილვა დაასრულა.

როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა,  წლის ბოლოს საქართველოს ეკონომიკური ზრდა დაგეგმილზე მაღალი იქნება. პრემიერის შეფასებით,  აღნიშნული  მეტყველებს იმაზე, რომ საქართველომ რეგიონში არსებული კრიზისი საქართველომ წარმატებით გადალახა:

„საქართველოს ფისკალური მაჩვენებლები არის აბსოლუტურად იმ ჩარჩოებში, რა ჩარჩოებიც ჩვენ გვქონდა განსაზღვრული. ზრდის მაჩვენებელმა გადააჭარბა დაგეგმილს და ჩვენ წლის ბოლოს გვექნება უფრო მაღალი, ეკონომიკის რეალური ზრდა, ვიდრე იყო დაგეგმილი. ეს არის ძალიან პოზიტიური ახალი ამბავი, რა თქმა უნდა სავალუტო ფონდმაც გადახედა ზრდის მაჩვენებლებს და პროგნოზი აწია 4.3%-მდე. თუმცა ჩვენ კიდევ ცოტა უფრო მაღალ ზრდას ველოდებით წლის ბოლომდე. ეკონომიკურმა გუნდმა, ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობით, იმუშავა ძალიან ეფექტურად, ვფიქრობ, საქართველო ნამდვილად გამოირჩევა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი, ფისკალური მენეჯმენტის სისტემით და ეკონომიკური ზრდა, რომელიც ჩენ გვაქვს, ასევე მეტყველებს იმაზე, რომ ის კრიზისი, რომელიც იყო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე რეგიონში, საქართველომ წარმატებით გადალახა და დღეს არის საკმაოდ დიდი გაჯანსაღების ტენდენცია, არა მარტო საქართველოში, რა თქმა უნდა, რეგიონშიც, მაგრამ საქართველო გამოირჩევა ერთ-ერთი ყველაზე კარგი ზრდის მაჩვენებლით და ფისკალური მენეჯმენტის საუკეთესო ხარისხით. რა თქმა უნდა, ეს არის მთავრობის დამსახურება, ასევე ეროვნული ბანკის და კოორდინირებული კარგი მუშაობის”,-აღნიშნა პრემიერმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics