02:39 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-11 11:02:26, 1859 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი მოქალაქეებს მოუწოდებს, ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, წითელ ჯვარს მიმართონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კიდევ 25-მა ოჯახმა  ომის შედეგად დაკარგული ახლობლის ადგილსამყოფელი შეიტყო და ეს რიცხვი საერთო ჯამში 135 ოჯახამდე გაიზარდა.

პრემიერი მიმართავს ყველა იმ ადამიანს, ვისაც გააჩნია რაიმე სახის ინფორმაცია 1992-93 წლებისა და 2008 წლის ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ.  გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დაკარგულ ადამიანთან დაკავშირებით ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეებმა ინფორმაცია უნდა მიაწოდონ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, რომელიც წყაროს კონფიდენციალურობას იცავს:

„1992-93 წლების და 2008 წლის ომის შედეგად 2400-ზე მეტი ადამიანი დღემდე უგზო-უკვლოდ არის დაკარგული და დღემდე ნათესავები ელოდებიან მათ საყვარელ ადამიანებს, არ იციან მათი ადგილსამყოფელის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ 2010 წლიდან დღემდე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით მოხერხდა ის, რომ 101-მა ოჯახმა გაიგო ახლობლის ადგილსამყოფელის შესახებ. დღეს უკვე შემიძლია დავადასტურო, რომ ამ რიცხვს შეემატა 25 ოჯახი. ამიტომ, მინდა ვთხოვო, მოვუწოდო ყველა იმ პირს, ვისაც გააჩნია რაიმე სახის ინფორმაცია, ეს ინფორმაცია მიაწოდონ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, მათი ოფისია მოსაშვილის #24-ში, თბილისში. ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია სრული უფლება, რომ შეინახოს, დაიცვას ინფორმაციისა და წყაროს კონფიდენციალურობა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ნებისმიერი დაკარგულის შესახებ, იქნება ეს აფხაზი, ოსი, თუ ქართველი, საქართველოს ნებისმიერი დაკარგული მოქალაქის შესახებ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, მიაწოდოთ ის ამ ორგანიზაციას”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics