08:51 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-11 10:24:46, 2434 ნახვა

პოლიტიკა
ლელა ქიტესაშვილი: მაქვს 12-პუნქტიანი გეგმა, რომელსაც ხალხის მხარდაჭერის შემთხვევაში, აუცილებლად განვახორციელებ

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თიანეთის მერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის.

როგორც მან მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მერობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ განაცხადა, თიანეთში მისი გამგებლობის პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.

„კიდევ უფრო ბევრი საქმე გვაქვს დაგეგმილი და იმედს ვიტოვებ, რომ ეს ყველაფერი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში შესრულდება. სასმელი წყლის პრობლემას საბოლოოდ გადავჭრით, რაც სამწუხაროდ, მოსახლეობას კვლავ აწუხებს. ასევე, მნიშვნელოვანია შიდა მუნიციპალური გზების რეაბილიტაცია, რომელიც მომდევნო ოთხი წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, აქტიური საკითხი იქნება“, - განაცხადა ლელა ქიტესაშვილმა.

მერობის კანდიდატის თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში, პრიორიტეტული იქნება ასევე, გარე განათების მოწყობის, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისა და მრავალბინიანი სახლების გადახურვის საკითები.

„მაქვს 12-პუნქტიანი გეგმა, რომელსაც ხალხის მხარდაჭერის შემთხვევაში, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, აუცილებლად განვახორციელებ“, - აღნიშნა თიანეთის მერობის კანდიადტმა.

ლელა ქიტესაშვილი რეგიონის მერობის დანარჩენ სამ კანდიდატთან ერთად, დღეს მცხეთაში, პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics