07:56 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-10 20:26:45, 2405 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე საკრებულოსთან მომხდარ მოვლენებს გამოეხმაურა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თბილისის საკრებულოს შენობასთან განვითარებული მოვლენების გამო, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების პროტესტს გამოეხმაურა.

კობახიძემ, ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს, საკრებულოს გადაწყვეტილება სამართლებრივად განუმარტა.

„ელემენტარული პრინციპების თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, კონსტიტუციის და  ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის პრინციპების თანახმად, უნდა იყოს მკაფიოდ გამიჯნული სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველობების კომპეტენციები, რაც გულისხმობს იმას, რომ არსებობს ორადორი ფორმა იმისათვის, რომ სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი, მათ შორის, დეპუტატი ჩაერიოს თვითმმართველობის საქმიანობაში,  ეს არის სახელმწიფო ზედამხედველობა და ეს არის სახელმწიფო აუდიტი. ერთიც და მეორეც არის მკაფიოდ მოწესრიგებული საქართველოს კანონმდებლობით, სწორედ კონსტიტუციის და  ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის სულისკვეთების შესაბამისად. ეს იყო  სამართლებრივი განმარტება, რომელიც მოვისმინეთ ჩვენ საკრებულოს ხელმძღვანელობისგან, ეს არის, რა თქმა უნდა, სამართლებრივი საკითხი, რომელზეც დამატებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მითითება გაკეთდა სწორედ უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპზე, რომელიც არის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი, ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ არ დაუშვეს დეპუტატები საკრებულოს შენობაში, და მათ შორის, ერთ-ერთი საფუძველი იყო მათი განმარტებით, წინა პრაქტიკა, წინა სხდომაზე მომხდარი ინცინდენტი, როცა არ მიეცა საკრებულოს სხდომის სათანადოდ გამართვის საშუალება, და უფრო მეტიც, იქ გაისმა მუქარა იმასთან დაკავშირებით, რომ სხდომას არ ჩაატარებინებდნენ საკრებულოს და არ მისცემდნენ იმის საშუალებას, რომ ეს გადაწყვეტილება ყოფილიყო საბოლოოდ მიღებული. ეს არის წინა ისტორია, ეს არის სამართლებრივი განმარტება და ეს მოდის საკრებულოს ხელმძღვანელობის მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics