22:59 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-10 19:49:26, 1969 ნახვა

კომენტარი
ხათუნა სამნიძე: საკრებულოს მშიშარა თავმჯდომარე ჰყავს

"დღეს საკრებულოს ჰყავს მშიშარა თავმჯდომარე, რომელსაც არც პასუხები ჰქონდა შეკითხვებზე, არც აქტი ჰქონდა გამოცემული, რის საფუძველზე დახურა სხდომა და არც იმის უნარი აქვს,  ღიად გვითხრას, რა პრობლემებია, როდესაც სხდომას არ ესწრება დაინტერესებული მხარე",- ამის შესახებ ფრაქცია  "რესპუბლიკელების" წევრმა ხათუნა სამნიძემ პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისივე შეფასებით, დღეს ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით, კიდევ ერთხელ „ფეხქვეშ გათელეს“ თვითმმართველობის კოდექსი.

„სად არის მერობის კანდიდატი “ოცნებიდან“?! ბატონი კალაძე, რომელიც ხალხს პირდებოდა, რომ იქნებოდა გამჭვირვალე პროცესი მერიაში, რომ გამწვანებაზე იზრუნებს, რომ რეკრეაციული ზონებია მისთვის პრიორიტეტი. დღეს ეს ყველაფერი გადახაზა "ქართულმა ოცნებამ“,-აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics