07:56 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-10 19:41:34, 2090 ნახვა

პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის გამართვას 13 ოქტომბერს გეგმავს

საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი მოტივირებული შენიშვნების განსახილველად, რიგგარეშე სხდომის გამართვას 13 ოქტომბერს გეგმავს.

ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 „ხვალ ვგეგმავ 11 საათზე მივმართო საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად. მოთხოვნაში აღნიშნული იქნება, რომ სხდომა გვსურს გაიმართოს 13 ოქტომბერს 11 საათიდან“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ვეტო გუშინ დაადო და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით გადაუგზავნა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics