07:56 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-10 19:08:02, 2117 ნახვა

პოლიტიკა
ნატო-ს შემფასებელთა ჯგუფი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა

9-10 ოქტომბერს, საქართველოში ვიზიტად მყოფმა ნატოს შემფასებელმა ჯგუფმა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში, საქართველოს 2017 წლის წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა საკონსტიტუციო რეფორმაზე, 21 ოქტომბერს დაგეგმილ მუნიციპალურ არჩევნებზე, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცების, მართლმსაჯულების განვითარების, ქვეყნის უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების და ასევე, აღნიშნული დოკუმენტით განსაზღვრულ სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებზე.

2017 წლის წლიური ეროვნული პროგრამის იმპლემენტაციის თვითშეფასების დოკუმენტისა და აღნიშნულ შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, წლის ბოლოს, ნატოს შემფასებელი ჯგუფი შეიმუშავებს და წარადგენს შეფასების დოკუმენტს. აღნიშნულ დოკუმენტში აისახება 2017 წლის წლიური ეროვნული პროგრამის შესრულების მდგომარეობა და ნატო-ს შესაბამისი რეკომენდაციები.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics