02:39 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-10 18:13:51, 1656 ნახვა

საზოგადოება
მერიის ინფორმაციით, წელს ნაძალადევში 70 კორპუსის სახურავს ჩაუტარდა რეაბილიტაცია

ნაძალადევის რაიონში, 2017 წლის იანვრიდან დღემდე 70 კორპუსის სახურავს ჩაუტარდა რეაბილიტაცია.

მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები სულ 45 443 კვ.მ ფართობზე შესრულდა. 

„ნაძალადევის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებით, მიმდინარე წელს სახურავების რეაბილიტაციის 85 პროექტი განხორციელდა. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 062 757 ლარი გამოიყო.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე კიდევ 4 საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარეობს სახურავის რეაბილიტაცია.

პარალელურად, კორპუსებში წყალ-კანალიზაციის შიდა ქსელის შეცვლა, სადარბაზოების შიდა რემონტი, ლიფტების, კიბეების შეკეთება და სხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებისთვის, მსგავსი პროექტები წლის ბოლომდე გაგრძელდება“, - აცხადებენ მერიაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics