07:56 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-10 17:56:08, 1999 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ელჩმა მონტენეგროსთან უვიზო მიმოსვლის საკითხები განიხილა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მონტენეგროში (რეზიდენციით ბუდაპეშტი) ზაზა კანდელაკი სამუშაო ვიზიტით მონტენეგროს ეწვია.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩმა შეხვედრები გამართა მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან პოლიტიკურ საკითხებში ელჩ ზორან იანკოვიჩთან, საკონსულო საქმეთა დირექტორატის გენერალურ დირექტორთან სელიმ ლიკასთან, ასევე მონტენეგროს პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან ბრანიმირ გვოზდენოვიჩთან.

„მონტენეგროს მხარესთან გამართულ შეხვედრებზე კმაყოფილებით აღინიშნა ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და განხილულ იქნა თანამშრომლობის განვითარების სამომავლო პერსპექტივები, კერძოდ, მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზების საკითხი, როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო დონეზე, ხაზი გაესვა  მონტენეგროსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შემოღების მნიშვნელობას უახლოეს მომავალში.

აღსანიშნავია, რომ მონტენეგროს მხარე გეგმავს საპატიო კონსულის ინსტიტუტის შექმნას საქართველოში, რაც ხელს შუწყობს ორმხრივი ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას. გარდა ამისა, იგეგმება ბიზნეს ფორუმის ორგანიზება ქართველი და მონტენეგროელი ბიზნესმენების მონაწილეობით.

მხარეები შეთანხმდნენ ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურების აუცილებლობაზე“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics