07:56 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-10 15:40:43, 1934 ნახვა

პოლიტიკა
დავით უთმელიძემ საირმის ქუჩის მოსახლეობას ქალაქის განვითარების გეგმა გააცნო

„მნიშვნელოვანია, რომ 21 ოქტომბერს, ყველა მივიდეთ არჩევნებზე და  საკუთარი აზრი დავაფიქსიროთ. თქვენ გაქვთ უფლება გადაწყვიტოთ, ვის ანდობთ თქვენი ქალაქის ბედს და ეს უფლება უნდა გამოიყენოთ“,- აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით უთმელიძემ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საირმის ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.

დავით უთმელიძემ ადგილობრივებს დეტალურად გააცნო ქალაქის განვითარების გეგმა, რომელიც ურბანული განვითარების, სატრანსპორტო, ეკოლოგიური, ეკონომიკური, სოციალური, მართვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკებისგან შედგება.

ამასთან, მაჟორიტარობის კანდიდატმა, განსაკუთრებული ყურადღება საბურთალოს რაიონში განსახორციელებ პროექტებზე გაამახვილა.

 „მე ვარ კახა კალაძის გუნდის წევრი და ჩემი უბნის მაჟორიტარობის კანდიდატი, რაც ორმაგი პასუხისმგებლობაა. წარმოვადგენ გუნდს, რომელიც  ქვეყანაში, ყველა მიმართულებით, პროგრესს ქმნის. ამასთან, ქვეყნის განვითარების საქმეში თითოეული ადამიანის მხარდაჭერა, თანადგომა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება, რათა 2012 წელს „ქართული ოცნების“ მიერ დაწყებული  სასიკეთო საქმეები მომავალშიც გავაგრძელოთ“,-აღნიშნა დავით უთმელიძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics