19:12 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-10 15:03:07, 2604 ნახვა

კომენტარი
მამუკა ახვლედიანი: საკრებულოს თავმჯდომარემ კანონი უხეშად დაარღვია

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის მამუკა ახვლედიანის განცხადებით, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა უხეშად დაარღვია კანონი, როდესაც მან პარლამენტის დეპუტატები საკრებულოში სხდომაზე დასასწრებად არ შეუშვა.

ამასთან, ახვლედიანის თქმით, პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრებმა გუშინ წერილობით მიმართეს საკრებულოს, რომ სათათბირო ხმის უფლების გამოყენებით,მონაწილეობა მიეღოთ დღევანდელ სხდომაში.

ახვლედიანი ამ წუთებში საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტშია შესული და მას, როგორც თავად აღნიშნა, პირადად ჰკითხავს, რატომ არღვევს კანონს.

„საკრებულოს უნდა, დღეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღოს და ბოლო კოჭი გაუგოროს ბიძინა ივანიშვილს, ეს არის ბოლო ხარკი, რომელსაც საკრებულოს უმრავლესობა უხდის ბიძინა ივანიშვილს. ამასთან, საკრებულოს თავმჯდომარე უხეშად არღვევს კანონს. პარლამენტის წევრს აქვს უფლება, მიიღოს მონაწილეობა სხდომაში. პარლამენტის დეპუტატები არ შემოუშვეს, ეს არის კანონის უხეში დარღვევა. თქვენ ხედავთ, რომ მთელი პოლიცია საკრებულოშია მობილიზებული. ყველა გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე მიღებული იქნება კანონის უხეში დარღვევით. ჩვენ ახლა ყველა ერთად წავიდეთ და საკრებულოს თავმჯდომარეს ვკითხოთ, რატომ არღვევს კანონს და არ უშვებს პარლამენტის დეპუტატებს სხდომაზე“, - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

მედიის წარმომადგენლები და კამერები საკრებულოს თავმჯდომარესთან არ შეუშვეს. გიორგი ალიბეგაშვილს მხოლოდ ევროპული საქართველოს წევრები ესაუბრებიან. როგორც ცნობილი გახდა, მოგვიანებით საკრებულოს თავმჯდომარე მედიასთან კომენტარს გააკეთებს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპამ კოლექტიური თავდაცვის გეგმის მომზადება, შეერთებული შტატების მონაწილეობის გარეშე დაიწყო
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics