02:35 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-10 11:55:51, 1945 ნახვა

საზოგადოება
დავითაშვილი: აზიური ფაროსანა ერთი უწყების მოსაგვარებელი საკითხი არ არის, პროცესში თითოეული მოქალაქე უნდა ჩაერთოს

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ფაროსანასთან დაკავშირებით მინისტრი ლევან დავითაშვილი, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებსა და დარგის სპეციალისტებს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მავნებლის გავრცელებასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს და სამომავლოდ სამოქმედო გეგმები დასახეს.

 „სახელმწიფო ახდენს ყველა იმ რესურსის მობილიზებას, რაც ქვეყანაში არსებობს. აზიური ფაროსანა ერთი კონკრეტული უწყების მოსაგვარებელი საკითხი არ არის, პროცესში თითოეული მოქალაქე უნდა ჩაერთოს“ , - აღნიშნა მინისტრმა.

უწყების ცნობით, მეცნიერებმა და დარგის სპეციალისტებმა დადებითად შეაფასეს მავნებელთან ბრძოლის კუთხით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები.

მათი მხრიდან ხაზი გაესვა საკითხის სიმწვავეს და აღინიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლის კუთხით ევროპასა და აშშ-ი სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც პროცესში მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად არიან ჩართულები კონკრეტული პროტოკოლი ბრძოლის თვალსაზრისით ამ დრომდე არ გააჩნიათ.

სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და სპეციალისტები არსებულ საკითხზე მუშაობას აგრძელებენ, სწავლობენ სხვადასხვა პრეპარატებს, რათა დადგინდეს ბრძოლის ყველაზე ეფექტური და სწრაფი მოგვარების გზები.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics