|
2017-10-10 11:00:00, 2156 ნახვა
მსოფლიო
კატალონიის მეთაური დამოუკიდებლობას სავარაუდოდ, დღეს გამოაცხადებს
კატალონიის ავტონომიური რეგიონის მეთაური კარლეს პუჩდემონი დღეს ადგილობრივ პარლამენტში ე.წ. რეფერენდუმის შედეგებს ოფიციალურად გამოაცხადებს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, პუჩდემონი დღეს დამოუკიდებლობის გამოცხადებასაც გეგმავს. როგორც ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ განაცხადა, კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში, ოფიციალური მადრიდი ყველა კანონიერ ზომას მიმართავს. მანვე განმარტა, რომ ხელისუფლება კონსტიტუციის 155-ე მუხლს აამოქმედებს, რომელიც რეგიონის ავტონომიის გაუქმებას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობას კატალონიელების ნაწილი არ ეთანხმება. ამასთან, ბარსელონის მერის ადა კოლაუმის თქმით, მხარეებმა დიალოგი უნდა დაიწყონ. "დიალოგი ყველაზე მამაცი ქმედება იქნება მათი მხრიდან", - განაცხადა ბარსელონის მერმა. შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი კვირას, 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)