|
2017-10-09 17:30:59, 2223 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთი კატალონიის დამოუკიდებლობის აღიარებას არ აპირებს
კატალონიის მხრიდან დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადების შემთხვევაში, საფრანგეთი მის აღიარებაზე უარს იტყვის, - ამის შესახებ საფრანგეთის მინისტრმა ევროპულ საკითხებში ნატალი ლუაზომ განაცხადა, - ინფორმაციას DW ავრცელებს. როგორც ლუაზომ განმარტა, კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის შედეგებს, რომელიც ევროკავშირმა უკანონოდ სცნო, რეგიონის სტატუსის განსაზღვრა არ შეუძლია. "კრიზისი დიალოგის მეშვეობით უნდა დარეგულირდეს, რომელიც ორივე მხარემ უნდა აწარმოოს", - დასძინა მინისტრმა. მანვე აღნიშნა, რომ თუ კატალონია დამოუკიდებლობას მაინც გამოაცხადებს, ის ევროკავშირიდან მაშინვე უნდა გავიდეს. ცნობისთვის, ხვალ, 10 ოქტომბერს, კატალონიის მეთაური კარლეს პუჩდემონი ავტონომიური რეგიონის პარლამენტში სიტყვით გამოვა, სადაც დამოუკიდებლობის შესახებ განცხადებას გააკეთებს. ამასთან, ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მარიანო რახოის თქმით, აღნიშნულ საკითხში მადრიდი კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. "ესპანეთი არ იქნება დაყოფილი და ეროვნული ერთობა იქნება შენარჩუნებული. ყველაფერს გავაკეთებთ, რისი გაკეთების საშუალებაც გვექნება კანონის ფარგლებში, რომ ერთიანობის გარანტია გვქონდეს", - განაცხადა რახოიმ. შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი კვირას, 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)