|
2017-10-09 16:45:54, 2497 ნახვა
მსოფლიო
აშშ-სთან ურთიერთობის დაძაბვის ფონზე, თურქეთში ლირის გაუფასურება დაიწყო
თურქეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დაძაბვის ფონზე, ეროვნული ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა. კერძოდ, როგორც Finanz.ru იუწყება, ლირა დოლართან მიმართებაში 6% გაიაფდა. მედიასაშუალების ინფორმაციით, დიპლომატიური სკანდალი თურქეთში სავალუტო სტაბილურობას დაარღვევს, რომელშიც ქვეყანა მთელი 2017 წლის განმავლობაში იმყოფებოდა, რადგან სტაბილურობის მიზეზი ტურისტების ვიზიტი და ინვესტიციები იყო. ცნობისთვის, დღეს თურქეთმა და ამერიკამ ერთმანეთს ვიზების გაცემა შეუწყვიტეს. მედიის ცნობით, ვიზების შეჩერება, 5 ოქტომბერს სტამბოლში აშშ-ის გენერალური საკონსულოს თანამშრომლის დაკავებას უკავშირდება. მეტინ თოფუზი ფეთჰულა გიულენის ორგანიზაცია FETO-სთან კავშირშია ეჭვმიტანილი. მას კონსტიტუციის დარღვევაში, შპიონაჟში და მთავრობის ძალისმიერი გზით გადაყენების მცდელობაში ადანაშაულებენ. აშშ-ის ხელისუფლება დაუსაბუთებლად მიიჩნევს და არ ეთანხმება მათი თანამშრომლის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას. მსგავსი განცხადება ვაშინგტონში თურქეთის საელჩომაც გააკეთა და ვიზების გაცემა ასევე შეწყვიტა. თურქეთის საელჩომ ვაშინგტონში განაცხადა, რომ იძულებულია ხელახლა შეაფასოს აშშ-ის ხელისუფლების ერთგულება თურქეთის დიპლომატიური მისიის პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)