|
2017-10-09 15:03:02, 2045 ნახვა
ეკონომიკა
სსფ-ის მისიის ხელმძღვანელი: ხელისუფლება აგრძელებს ფისკალური რისკების მართვას, საგადასახადო სამსახურის გაძლიერებას
„ხელისუფლება აგრძელებს ფისკალური რისკების მართვას, საგადასახადო სამსახურის გაძლიერებას, და საჯარო სამსახურის ეფექტურობის ზრდას. ხელისუფლების მიზანია, ფისკალური რისკების საჯაროობის და საჯარო ფინანსების მართვის გამჭვირვალეობის კიდევ უფრო გაუმჯობესება“, - ამის შესახებ სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა-მარტინმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, არსებული მონეტარული პოლიტიკა ვითარების შესაბამისია და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფისკენ არის მიმართული. მისია ასევე მიესალმება პროგრესს სტრუქტურული რეფორმებში. „მნიშვნელოვანი გადამწყვეტი ნაბიჯები შედეგად მოიტანს სწრაფ და ინკლუზიურ ზრდას. პრიორიტეტულია საჯარო ინვესტიციების დაჩქარება, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება, განათლების რეფორმა და მართვის სისტემების დახვეწა“, - განაცხადა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა-მარტინმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)