01:36 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-09 12:32:32, 1900 ნახვა

საზოგადოება
„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“: თამბაქოს კონტროლის ახალი კანონის ძალაში შესვლას საფრთხე ემუქრება

„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ 9 ოქტომბერს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში დაგეგმილი 2018 წლის ბიუჯეტის განხილვას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ დროისთვის არსებული პროექტის თანახმად, თამბაქოს კონტროლის ახალი კანონის ძალაში შესვლას საფრთხე ემუქრება. 

როგორც ალიანსის განცხადებაშია აღნიშნული, “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონის მე-4 მუხლის თანახმად, მთავრობას უნდა გააჩნდეს თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო პროგრამა,  რაც ბიუჯეტის კანონპროექტში ასახული არ არის. მათივე ინფორმაციით, ეს საკითხი მხოლოდ ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაშია ინტეგრირებული და მისი დაფინანსება მიზერულია.

„ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებისთვის, რომელიც ექვს კომპონენტს, მათ შორის თამბაქოს კონტროლის საკომუნიკაციო პროგრამას მოიცავს, სულ რაღაც 300 000 ლარია გამოყოფილი. აქედან თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის აღსასრულებლად საინფორმაციო და საკომუნიკაციო პროგრამისთვის და კანონის აღსრულების მონიტორინგისათვის მხოლოდ 180 000 ლარის გამოყოფაა ნავარაუდები. ეს იმდენად მცირე თანხაა, რომ შეუძლებელია კანონის სრულფასოვნად აღსრულებისთვის მომზადება და მისი რეალურად განხორციელება. თუ დაცული მუხლებით გარანტირებული შესაბამისი რესურსები  არ იქნება,  სრულფასოვანი საინფორმაცო-საკომუნიკაციო კამპანიისა და მონიტორინგის განსახორციელებლად მხოლოდ ჯანდაცვის სისტემიდან, ექსპერტული გათვლებით, სულ მცირე ერთი მილიონი ლარია საჭირო“, - აცხადებს თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე.

ალიანსი მოითხოვს, ცალკე თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო პროგრამის დაცული მუხლით არსებობას და მომავალი წლის ბიუჯეტში ახალი რეგულაციების აღსრულების ხელშესაწყობად რეალური დაფინანსების გამოყოფას. ალიანსი აცხადებს, რომ თამბაქოს ნაწარმზე სააქციზო გადასახადების გაზრდით ასეულ მილიონობით დამატებითი შემოსავლებია ბიუჯეტში, თამბაქოს ზიანის შესამცირებლად კი ფაქტობრივად არაფერი იხარჯება.   





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics