|
2017-10-09 10:11:16, 1926 ნახვა
საზოგადოება
„საპატიო თბილისელების“ ვინაობა ცნობილია
ლეღვთახევში, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება და საზეიმო კონცერტი გაიმართა. საპატიო თბილისელები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დააჯილდოვა. საპატიო თბილისელის წოდება წელს 13 მოქალაქეს მიენიჭა. ესენი არიან: ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი, ლიტერატორი და ჟურნალისტი თამაზ ტყემალაძე, ექიმი და მეცნიერი რომან შაქარიშვილი, ექიმი კარდიოლოგი გულნარა ჩაფიძე, მეცნიერი და ქიმიკოსი ეთერ ქემერტელიძე, კომპოზიტორი ვაჟა დურგლიშვილი, მომღერალი ლადო ათანელი, კომპოზიტორი თამაზ ყურაშვილი, მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი მერაბ თავაძე, კალათბურთელი ზაზა ფაჩულია, სპორტული ჟურნალისტი, პუბლიცისტი და ფოტოგრაფი დემიკო ლოლაძე, პედაგოგი, მთარგმნელი და პუბლიცისტი ზაირა დავარაშვილი. თბილისის მერმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. “გარდა იმისა, რომ თბილისობა 2017-ს საოცრად საინტერესო და მრავალფეროვანი საზეიმო კონცერტით გავაცილებთ, დღეს ჩვენ, ტრადიციულად, განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ და დავაფასებთ იმ ადამიანების პროფესიონალიზმს, ღვაწლსა და დამსახურებებს, რომლებიც ძალღონეს არ იშურებენ და ჩვენს დედაქალაქს, თბილისს, სრულიად საქართველოს ასახელებენ! დღეს ჩვენ 13 ადამიანს „საპატიო თბილისელის“ წოდებას მივანიჭებთ და დღევანდელი დღე განსაკუთრებულია ჩემთვისაც, რადგანაც თბილისის მერის რანგში მე წელს ბოლოჯერ გადავცემ თბილისის სიმბოლურ გასაღებს ჩვენს საპატიო მოქალაქეებს”, - განაცხადა დავით ნარმანიამ. რაც შეეხება საზეიმო კონცერტს, გაჟღერდა ქალაქური ჟანრის მუსიკა, ამონარიდები მუსიკალური ფილმებიდან და სპექტაკლებიდან. კონცერტის ნომრებმა ლეღვთახევის ტერიტორიაზე რამდენიმე ლოკაცია მოიცვა. კონცერტში მონაწილეობდნენ ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ორკესტრი, რამდენიმე მუსიკალური ბენდი და სოლო შემსრულებლები.
(NS)
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)