07:02 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-09 09:33:48, 1840 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის განცხადებით, სუამის ფორმატის კიდევ უფრო განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სუამის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი, მოლდოვას რესპუბლიკის ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი ანდრეი გალბური და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო სუამის საიუბილეო თარიღს და საქართველოს, როგორც ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის როლს.

პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმ ძირითად პრიორიტეტებთან დაკავშირებით, როგორ უნდა განვითარდეს თანამშრომლობა სუამის ფორმატში, აღნიშნა, რომ უნდა გადაიდგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები, იმისათვის, რომ ეს ფორმატი, რომელიც უნიკალურია და ითვალისწინებს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის თანამშრომლობას, კიდევ უფრო განვითარდეს და კიდევ უფრო ძლიერად იყოს წარმოჩენილი საერთაშორისო არენაზე. პრეზიდენტის განცხადებით, სუამის საშუალებით, უფრო კოორდინირებულად უნდა გადაიდგას ნაბიჯები იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც დგას საქართველოს, მოლდოვას, აზერბაიჯანსა და უკრაინას წინაშე.

შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების თემატიკას, სექტორულ თანამშრომლობას  და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ გეგმებს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics