07:02 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-08 18:46:45, 1905 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, საერთაშორისო ასპარეზზე სუამი ძლიერ პოლიტიკურ აქტორად ჩამოყალიბდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სუამ-ის  მნიშვნელობასა და მინისტერიალის შედეგებზე საიუბილეო სესიის შემდეგ სუამ-ის წვერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა.

მიხეილ ჯანელიძემ განვლილი 20 წლის განმალობაში ორგანიზაციის განვითარებას  ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ სუამი ამ ხნის განმალობაში საერთაშორისო ასპარეზზე სრულფასოვან და ძლიერ პოლიტიკურ აქტორად ჩამოყალიბდა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ავითარებს წარმატებულ თანამშრომლობას,

 „20 წლის წინ, ოთხმა მეგობარმა ქვეყანამ საფუძველი ჩაუყარა სუამ-ის ფორმატის დაარსებას, რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებისათვის. გასული წლების მანძილზე, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, სუამ-ი გარდაიქმნა სრულფასოვან რეგიონალურ ორგანიზაციად, რომლის ფარგლებშიც დღეს წარმატებით ვითარდება პოლიტიკური, დარგობრივი და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა," აღნიშნა მინისტრმა.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით,  საიუბილეო სხდომაზე, მონაწილეებმა შეაფასეს როგორც განვლილ წლებში მიღწეული შედეგები, ასევე დასახეს და შეიმუშავეს ერთობლივი სამომავლო ხედვა ორგანიზაციის კიდევ უფრო ეფექტური და წარმატებული  საქმიანობისთვის.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის, მოლდოვის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს და სუამ-ის გენერალურ მდივანს ორგანიზაციის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად თბილისში სპეციალურად ჩამობრძანებისთვის და გამოთქვა იმედი, რომ ერთობლივი ძალისხმევით, არსებული მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გააქტიურდება არა მხოლოდ სუამ-ის წევრ სახელმწიფოებს შორის, არამედ ასევე სუამ-ის პარტნიორებთან.

მინისტრმა ასევე  ღონისძიების ფარგლებში სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილი ერთობლივი საგანგებო კომუნიკეს მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 „ეს დოკუმენტი ადასტურებს ოთხივე ქვეყნის ერთსულოვნებას, გამოიჩინონ მეტი აქტიურობა და საერთო ძალისხმევით მიაღწიონ მეტ შედეგს, ოთხივე ქვეყნისა და ხალხების საკეთილდღეოდ", განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ, როგორც სუამ-ის თავმჯდომარე ქვეყანამ, დღეს თბილისში წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს საიუბილეო სხდომას უმასპინძლა. ორგანიზაციის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში სუამ-ის პარტნიორი ქვეყნების დელეგაციები, სუამის საპარლამენტო ჯგუფის წევრები  და საქართველოს სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics