|
2017-10-08 13:00:28, 2164 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორი ქვეყნის წარმატებულ ურთიერთობებზე გაამახვილეს ყურადღება
სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს საიუბილეო სხდომის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა მოლდოვას რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრთან ანდრეი გალბურთან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოლდოვას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს სუამ-ის საიუბილეო მინისტერიალის ორგანიზებისთვის, რომლის ფარგლებშიც მინისტრებს საშუალება მიეცემათ შეაჯამონ ორგანიზაციის განვლილი საქმიანობა და იმსჯელონ სამომავლო გეგმებზე. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველო-მოლდოვას თანამშრომლობას ორმხრივ ფორმატში. აღინიშნა არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, რაც მინისტრების შეფასებით კარგ საფუძველს ქმნის სექტორული მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებისა და კონკრეტული შედეგების მისაღწევად. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკის შენარჩუნების მნიშვნელობას, ამ კუთხით განიხილეს მოლდოვის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შესაძლებლობა საქართველოში. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-მოლდოვას პარტნიორულ თანამშრომლობას საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და ორი ქვეყნის პარტნიორობას ამ მიმართულებით, მათ შორის განხილულ იქნა ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის მოსამზადებელი საკითხები. საქართველო როგორც სუამის თავმჯდომარე ქვეყანა დღეს თბილისში მასპინძლობს სუამის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სპეციალურ სხდომას, რომელიც ორგანიზაციის დაფუძნებიდან მე-20 წლისთავს ეძღვნება
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)