07:03 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-08 10:48:49, 2068 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე: სუამის განვითარების საერთო ხედვა თამშრომლობიდან მეტ თანაქმედებაზე გადასვლას გულისხმობს

„ეს არის ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია მეგობარი სახელმწიფოების მიერ, რომელთაც მეტი სტაბილურობისა და განვითარების საერთო ინტერესები და ხედვა გააჩნიათ. ამ ორგანიზაციამ 20 წლის განმავლობაში შეძლო განევითარებინა ინსტიტუტები, ჩამოეყალიბებინა თანამშრომლობის შესაბამისი ფორმატები, ასევე დაემკვიდრებინა საკუთარი ადგილი საერთაშორისო ასპარეზსა და ფორმატებში" - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს საიუბილეო სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა ორგანიზაციის არსებობის განმავლობაში სუამმა შეძლო, განევითარებინა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებები, სატრანსპორტო კავშირები, უწყებათა შორისი და სექტორალური თანამშრომლობა, ასევე ხალხთაშორისი კონტაქტები. მინისტრის თქმით არსებული თანამშრომლობა ვითარდება არამარტო სუამ-ის წევრ სახელმწიფოებს შორის, არამედ ასევე სუამ-ის პარტნიორებთან.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით, წლევანდელი წელი გამოირჩევა განსაკუთრებული აქტივობებით. ამ კონტექსტში მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ქ. კიევში გამართულ შეხვედრას სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურებს შორის, რამაც მინისტრის შეფასებით ახალი იმპულსი შესძინა ორგანიზაციის ფარგლებში ეკონომიკური და სხვა მრავალი მიმართულებით თანამშრომლობას. 

„ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა, რომელიც უკავშირდება თანამშრომლობიდან უფრო მეტ თანაქმედებაზე გადასვლას, რათა ერთად შევძლოთ კიდევ უფრო ძლიერი სუამის და ძლიერი ორგანიზაციის განვითარება. დღეს შევაფასებთ როგორც განვლილ 20 წელს და მიღწეულ შედეგებს, ასევე ვისაუბრებთ მომავალზე და იმ ხედვებზე, რომელმაც უნდა წარმართოს ამ ორგანიზაციის საქმიანობის შემდგომი 20 წელი" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველო როგორც სუამის თავმჯდომარე ქვეყანა, დღეს თბილისში მასპინძლობს სუამის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სპეციალურ სხდომას, რომელიც ორგანიზაციის დაფუძნებიდან მე-20 წლისთავს ეძღვნება.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics