07:02 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-08 10:44:34, 2092 ნახვა

პოლიტიკა
თბილისში სუამი-ს დაფუძნების 20 წლისთავი აღინიშნება

თბილისში, დღეს, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის - სუამის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სპეციალური სხდომა  იმართება.

სხდომა სუამის დაფუძნებიდან მე-20 წლისთავს ეძღვნება. ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, გენერალური მდივნის ალთაი ეფენდიევის ხელმძღვანელობით, თბილისს სუამის მაღალი დონის დელეგაცია ეწვია, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მასპინძლობს.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან ზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი, მოლდოვას რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი ანდრეი გალბური და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი.

სპეციალური სხდომის ფარგლებში, ხელი მოეწერება სუამის საგარეო საქმეთა მინისტრთა ერთობლივ კომუნიკეს. სხდომის დასასრულს იგეგმება ერთობლივი პრეს-კონფერენციის გამართვა, სადაც განცხადებებს გააკეთებენ ორგანიზაციის ოთხივე წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები.

ვიზიტის ფარგლებში, სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს წევრები საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდებიან.

დღის ბოლოს, სუამის დელეგაციის წევრები „თბილისობის" დღესასწაულშიც მიიღებენ მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საქართველო სუამის თავმჯდომარე ქვეყანაა. საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტი საქართველოს, უკრაინას, აზერბაიჯანსა და მოლდოვას შორის დინამიური და პროდუქტიული თანამშრომლობის უზრუნველყოფაა.​

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics