|
2017-10-07 15:32:16, 1373 ნახვა
სამხედრო
„ახალ ტფილისში“ სამხედრო ორკესტრის წარმოდგენა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით დავით აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე გამართულ ღონისძიებებს დაესწრნენ. პრემიერთან ერთად, დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ასევე თბილისის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე და სხვა ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ. „თბილისობა 2017“-ის ეპიცენტრი იყო აღმაშენებლის რეაბილიტირებულ გამზირზე ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ იმპროვიზებული წარმოდგენა. სამხედრო მუსიკოსებმა ღონისძიებაზე მოსულ ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს სასიამოვნო სიურპიზი შესთავაზეს. მათ რევაზ ლაღიძის „თბილისოს“ მელოდია შეასრულეს. ლევან იზორია სამხედრო ორკესტრის წევრებს, ასევე ღონისძიებაზე მოსულ მოქალაქეებს გაესაუბრა და თბილისობის დღესასწაული მიულოცა. მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრი მეუღლესა და შვილებთან ერთად აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე სანახაობრივ წარმოდგენებს დაესწრო. თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა კულტურული, საბავშვო-გასართობი ღონისძიება და კულინარიული გამოფენა-გაყიდვები მოეწყო. სამხედრო ორკესტრი თბილისობის ხვალინდელ ღონისძიებებშიც მონაწილეობს. ქართველი სამხედრო მუსიკოსები გერმანიის სამხედრო ორკესტრის წევრებთან ერთად ევროპის მოედანზე კონცერტს გამართავენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)