01:36 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-07 15:12:28, 1910 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია და გიორგი კვირიკაშვილი „ახალ ტფილისში“ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრნენ

თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, „ახალ ტფილისში“ თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ  ღონისძიებებს დაესწრო. 

სპეციალურად „თბილისობის“ დღესასწაულისთვის განახლებულ აღმაშენებელზე ქართული მარკების გამოფენა მოეწყო. ძველი ფოსტის შენობის გასწვრივ 4 საფოსტო ყუთის ექსპოზიცია დამონტაჟდა, რომლებიც ერთმანეთთან ეპისტოლარული ხაზებით არის დაკავშირებული და წარმოსახვით ღია ბარათებისა და წერილების მიმოქცევის იმიტაციას ქმნის. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი გახლავთ  30  ქართული მარკა 1918 წლიდან - დღემდე. 

გარდა ამისა,  მთელი დღის  განმავლობაში „ახალ ტფილისში“  საბავშვო-გასართობი აქტივობები მიმდინარეობს. განახლებულ აღმაშენებელზე საკონდიტრო ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა და ცნობილი შეფ-მზარეულების პერფორმანსი ეწყობა.

ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება კი მსახიობებისა და მუსიკოსების მონაწილეობით მიმდინარე მსვლელობა/პერფორმანსი „მექანიკური სიზმარი“ გახლავთ, რომლის ფარგლებშიც განახლებულ აღმაშენებელზე ზღაპრული, მექანიკური კონსტრუქციები გახლავთ განთავსებული. ასევე სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მომზადდა მექანიკური კოსტიუმები. 

მექანიკური კონსტრუქციები მოიცავს რკინის „ცათმფრენს“. ასევე ზღაპრული დეკორის მქონე ხუთბორბლიან, 1,5 მეტრიან ველოსიპედს. „მექანიკური სიზმრის“ ავტორი უტა ბექაიაა. პერფორმანსის  ნახვა მსურველებს 20:00 საათამდე  შეეძლებათ.

20:00 საათზე კი,  თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი „ბიგ-ბენდი“ კონცერტს გამართავს, სადაც სიმღერები ორკესტრის მრავალფეროვანი  საკონცერტო რეპერტუარიდან იქნება წარმოდგენილი.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics