19:14 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-07 13:21:02, 2271 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: გარწმუნებთ, ისეთივე ლამაზი იქნება მთელი თბილისი, როგორიც განახლებული აღმაშენებელია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას „თბილისობა“ მიულოცა და მათ დღეგრძელობა უსურვა.

როგორც პრემიერმა განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისს აქვს უამრავი საგანძური, რომელსაც მიხედვა სჭირდება.

„ყველას გილოცავთ ამ ულამაზეს დღესასწაულს. დღეს ასეთი მშვენიერი ამინდიც გამოვიდა. მინდა ყველას ჰქონდეს ასეთი განწყობა, როგორიც აქ არის. ასეთი სილამაზე იქნება თბილსის ყველა უბანში. ძალიან მომწონს, თუ როგორ გაკეთდა ძველი აღმაშენებელი. უნდა ვთქვათ, რომ თბილისს აქვს უამრავი საგანძური, რომელიც ასეთი მიხედვის შემთხვევაში იქნება ძალიან ლამაზი. გარწმუნებთ, რომ ზუსტად ასეთი ლამაზი იქნება მთელი თბილისი, იქნება ეს სოლოლაკი თუ რომელიმე სხვა უბანი. აუცილებლად მივხედავთ ყველა უბანს. მინდა ყველა თბილისელს და არათბილისელს, ვისაც ეს ქალაქი უყვარს, მივულოცო დღევანდელი დღე. დარწმუნებული ვარ, დღეს ყველას გულში სიხარულია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპამ კოლექტიური თავდაცვის გეგმის მომზადება, შეერთებული შტატების მონაწილეობის გარეშე დაიწყო
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics