07:02 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-06 21:08:57, 2109 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა გორში შიდა ქართლის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა გორში, შიდა ქართლის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.
"ქართული ოცნების" პრესსამსახურის ინფორმაციით, მმართველი პარტიის სახელით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, შიდა ქართლში მერობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოლებს. 
მათივე ცნობით, კასპის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატი მანუჩარ მერებაშვილი იქნება, გორში -კონსტანტინე თავზარაშვილი, ქარელში - ზაზა გულიაშვილი, ხოლო ხაშურში -  გიორგი გურასპაშვილი.
როგორც პრემიერმა კანდიდატების წარდგენისას აღნიშნა, თვითმმართველობის სისტემა საშუალებას იძლევა, რომ ყველა საკითხი, პრიორიტეტების მიხედვით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ხალხის გადაწყვეტილებით მოგვარდეს.
 „ამიტომაც, არჩევნებში, ჩვენ უნდა ავირჩიოთ პატიოსანი და პროფესიონალი ადამიანები, რომლებმაც იციან თქვენი პრობლემები და გული შესტკივათ თქვენზე”, - მიმართა ამომრჩეველს გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა მერობის კანდიდატები უკვე წარადგინა იმერეთში, კახეთში, გურიაში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში. 


(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics