07:02 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-06 21:01:01, 2047 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი ჯარისკაცებს: თქვენი სიმამაცის და უტეხობის ხარჯზე ქართველ ოჯახებს მშვიდად სძინავთ

გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების პირველ, ყოველწლიურ შეკრებას უმასპინძლეს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, უშიშროების საბჭოს ორგანიზებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების პირველ, ყოველწლიურ შეკრებას უმასპინძლეს, რომელმაც პრეზიდენტის ინსტიტუტს, არმიასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის ახალ, მნიშვნელოვან ტრადიციას დაუდო სათავე.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა პირველ, ყოველწლიურ შეკრებაზე განაცხადა, უმაღლესი მთავარსარდლის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას სწორედ არმიასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის გაღრმავება წარმოადგენს.

"ქართველ ოჯახებს სძინავთ მშვიდად და მოღვაწეობენ მშვიდობისათვის, იმიტომ რომ მათ სიმშვიდეს იცავთ თქვენ, ჩვენო პატივცემულო ჯარისკაცებო - თქვენი პროფესიონალიზმის სიმამაცის, უტეხობის ხარჯზე. მაგრამ ქართველი ჯარისკაცის უკან დგას მისი ოჯახი, რომელიც რეალურად მას შეაძლებინებს ამ სიმტკიცეს და ამ თავგანწირვას.საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არაერთხელ აღინიშნა ქართული შეიარაღებული ძალების რეფორმები, წარმატებები უნარები და სულიერი სიმტკიცე.ჩვენი სიძლიერე, ჩვენი უნარი გავუმკლავდეთ მტერს და ვიყოთ ჩვენი მეგობრების გვერდით, მუდმივი აღტაცების საგანია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა მიღებაზე.

პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართველ მამაკაცებს და ქალბატონებს ფორმაში, რომლებიც მსახურობენ საერთაშორისო მისიებში.

"ჩვენ რთულ რეგიონში ვართ და ვდგავართ მტკიცედ. საქართველოს მოქალაქე მტკიცედ და ამაყად აცხადებს, რომ ის თავისუფალია და მისი თავისუფალი არჩევანი, ააშენოს დამოუკიდებელი, ძლიერი საქართველო,  უცვლელია და ვერაფერი ვერ შეარყევს ამ არჩევანს. რეალურად, ამ განცხადების სიმტკიცეს, იქნება ეს პოლიტიკოსის, მოქალაქის, თუ ჟურნალისტის მიერ ნათქვამი, რეალობად აქცევს და ზურგს უმაგრებს თქვენი სამსახური. არაერთხელ აღინიშნა, როგორც ჩემ მიერ, ასევე მინისტრის მიერ, ასევე უშიშროების საბჭოს მიერ, რომ  შეიარაღებული ძალები საქართველოში ძლიერია, იმიტომ რომ შეიარაღებულ ძალებთან ერთად დგას საზოგადოება.თქვენი მხარდაჭერის ხარისხი საზოგადოების მიერ უმაღლესია. ეს ერთობა შეიარაღებული ძალებისა და საზოგადოების კიდევ უფრო უნდა განმტკიცდეს. საქართველო უნდა იყოს ძლიერი და შეუვალი თქვენი სიძლიერის გამო, მაგრამ არამარტო იმიტომ, რომ თქვენ ხართ პროფესიონალები და თქვენ გაგაჩნიათ ძლიერი სამხედრო უნარები, არამედ იმიტომ რომ თითოეული რიგითი მოქალაქე, თითოეული ქართველი, როგორც თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე ღმერთმა არ ქნას, შეიარაღებული კონფლიქტის დროს, დგას თქვენ  გვერდით, ემსახურება სამშობლოს დაცვის ერთიან მიზანს.ამისთვის იდგმება სერიოზული ნაბიჯები, როგორც შეიარაღებული ძალების სისტემაში, ასევე პოლიტიკურადაც. ჩვენ მთელი საზოგადოება გაერთიანებული ვართ ერთი მიზნისათვის - დავიცვათ და გავამთლიანოთ ჩვენი სამშობლო!" - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics