|
2017-10-06 17:39:16, 2489 ნახვა
ეკონომიკა
რაჭაში კიდევ ერთი შვეიცარული სტანდარტის შესაბამისი ფერმა აშენდება
შვეიცარულ-ქართული კომპანია „ბლაუნშტაინ საქართველო“ რაჭის რეგიონში ადგილობრივ ფერმერებთან თანამშრომლობას აგრძელებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მეცხოველეობის განვითარების პროექტის ფარგლებში ამბროლაურის რაიონის მაღალმთიან სოფელ სხვავაში თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ფერმა აშენდება, რომელიც 60 მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე იქნება გათვლილი. ფერმის ასაშენებლად 95 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. პროექტის მხარდასაჭერად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ადგილობრივ ფერმერს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 25 წლიანი იჯარით გადასცა. ფერმერული მეურნეობის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია რაჭის რეგიონში მეცხოველეობის დარგის განვითარებისა და მაღალმთიან სოფლებში მოსახლეობის შენარჩუნებისთვის.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)