|
2017-10-06 12:58:00, 2249 ნახვა
მსოფლიო
ნობელის კომიტეტი დღეს მშვიდობის დარგში გამარჯვებულს დაასახელებს
დღეს ნობელის კომიტეტი მშვიდობის დარგში გამარჯვებულს დაასახელებს, - The Independent იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, კანდიდატების სრული სია, როგორც ყოველთვის საიდუმლოს წარმოადგენს. თუმცა, მედიის ცნობით, წელს პრემიაზე 318 კანდიდატია წარდგენილი, მათ შორის 103 ორგანიზაცია. ერთ-ერთი ვერსიით, მშვიდობის დარგში ნომინანტებს შორის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი არიან. როგორც მედია წერს, ბევრისთვის ასეთი ნომინაცია საკმაოდ ირონიულია. ფავორიტებს შორის ექსპერტები გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს, დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკურ თანამეგობრობას, რუსული უფლებადაცვითი ცენტრ „მემორიალის“ დამფუძნებელს სვეტლანა განუშკინას და რუსულ გამოცემა „ნოვაია გაზეტას“, ასევე, საუდელ ბლოგერს რაიფ ბადავის და თურქული გაზეთის „Cumhuriyet“-ის ყოფილ მთავარ რედაქტორს ჯან დიუნდარს ასახელებენ. აღსანიშნავია, რომ მშვიდობის დარგში ნობელის მიღება შეუძლიათ, პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებს და სხვა დარგში ლაურეატებს. გუშინ 2017 წლის ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში იაპონური წარმოშობის ბრიტანელ მწერალს კაზუო იშიგუროს გადაეცა. ცნობისთვის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია რომის პაპ ფრანცისკესაც აქვს მიღებული.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)