07:02 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-06 10:23:26, 1927 ნახვა

პოლიტიკა
ვოლტერ სტივენსი: საქართველო ევროკავშირის ყველაზე ახლო პარტნიორია რეგიონში

ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ვოლტერ სტივენსმა,  კომიტეტის წევრების საქართველოში  ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის ელჩების საქართველოში სტუმრობა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს წარმოადგენს:

„ჩვენ ამ ვიზიტს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რადგან ვიცით, რომ საქართველო ჩვენი ყველაზე ახლო პარტნიორია რეგიონში", - განაცხადა  ვოლტერ სტივენსმა.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს ვიცე პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინსტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის ფარგლებში ვოლტერ სტივენსმა დადებითად შეაფასა ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის დინამიკა და რეფორმების გატარების კუთხითსაქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებას ხაზი გაუსვა: „საქართველო  არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი რეგიონში.  მსურს აღვნიშნო ის უზარმაზარი ძალისხმევა, რაც საქართველომ გასწია რეფორმების განხორციელების კუთხით ყველამიმართულებით, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში. ძალიან მოხარული ვარ, რომ საბოლოოდქართველებს შეუძლიათ ისარგებლონ ვიზა ლიბერალიზაციით, რაც მოითხოვდა გარკვეული რეფორმების გატარებას დასაქართველომ ნადვილად წარმატებით შეასრულა ეს".

კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ელჩები პირადად გაეცნობიან საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებს და ქვეყანაშიუსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას. ასევე მოინახულებენ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) საველეოფისისა და ოკუპაციის ხაზს: „კიდევ ერთხელ მსურს აღვნიშნო, რომ საქართველოს გვერდით დგომა ძალიან მნიშვნელოვანია,მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა, სწორედ ამას ვაპირებთ ხვალ, როცა  მოვინახულებთადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს, იმისთვის რომ ჩვენი თვალით ვიხილოთ ის პრობლემები, რომლებსაც რუსეთის ფედერაციაქმნის,"-განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

ვიზიტის ფარგლებში PSC-ის ელჩები ასევე შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან,  საქართველოს თავდაცვისმინისტრთან, საქართველოს პარლამენტის  თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ამასთანვე დაგეგმილია შეხვედრა სამოქალაქოსაზოგადოების წარმომადგენლებთან. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics