|
2017-10-06 09:05:36, 2579 ნახვა
პოლიტიკა
საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნას ვენეციის კომისია დღეს დაამტკიცებს
საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნას ვენეციის კომისია დღეს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს. პლენარულ სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დაესწრება, რომელიც ვენეციის კომისიის წევრებს საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციას გააცნობს და დოკუმენტის ირგვლივ გამართულ მსჯელობაში მიიღებს მონაწილეობას. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძეს ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ უმასპინძლა. პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობა იწონებს მმართველი გუნდის მზადყოფნას ბონუსის ამოღებისა და ბლოკების ერთჯერადად დატოვების შესახებ და ადასტურებს, რომ მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის დასკვნის სრულად გათვალისწინების პირობა შეასრულა. „6 ოქტომბერს გაიმართება ვენეციის კომისიის პლენარული სხდომა, სადაც საბოლოოდ დაიდება დასკვნა საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ. ჩვენ უკვე გვქონდა შეხვედრა ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასთან, სადაც მთელი პროცესი და ის რეკომენდაციები განვიხილეთ, რომლებიც ვენეციის კომისიას გააჩნია. ასევე, დავუდასტურეთ მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ბლოკების ერთჯერადად დაშვება და ბონუსის ამოღება, უმრავლესობის მხრიდან ძალაშია და თუ არ მოხერხდება პრეზიდენტის ვეტოში ამის გათვალისწინება, მაშინ უმრავლესობა მზად არის ამის ხელახლა ინიცირებისთვის, რასაც მოჰყვა მოწონება ვენეციის კომისიის მხრიდან. ასევე, ვენეციის კომისია დაგვეთანხმა იმაში, რომ ის პირობა, რომელიც შეეხებოდა ვენეციის კომისიის დასკვნის სრულად გათვალისწინებას, არის შესრულებული, იმიტომ, რომ არცერთი ნორმა არ აქვს ამ დასკვნაში ვენეციის კომისიას უარყოფითად შეფასებული",- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)