00:24 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-05 13:45:19, 2372 ნახვა

სამართალი
ქუთაისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ძმის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო

ქუთაისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ძმის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ სცნო.

"სასამართლო სხდომებზე ბრალდების მხარემ ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები გამოიკვლია. დაიკითხა ათობით მოწმე, გამოკვლეული იქნა დოკუმენტალური და ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის მკვლელობის იარაღი - გ.გ.-ს კუთვნილი  სანადირო თოფი.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 8 იანვარს, საღამოს საათებში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა გ.გ.-მ  შელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ სახლში სანადირო თოფიდან ესროლა ძმას -კ.გ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობის შედეგად კ.გ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა გ.გ. იმავე დღეს  დააკავეს. მას ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ გ.გ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და   სასჯელის სახედ და ზომად  თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით განუსაზღვრა",-ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics