06:04 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-05 12:41:48, 1983 ნახვა

პოლიტიკა
დოლიძე: საქართველოს განვითარების თვალსაზრისით ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია უმნიშვენლოვანესია

“ჩვენი პირველი და უმთავრესი თხოვნა იყო, რომ მხარი დაგვიჭირონ და მაქსიმალური რეაგირება გააკეთონ ისეთ თემასთან დაკავშირებით, როგორიც არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე პროვოკაციები", - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული შეხვედრების შემდეგ განახადა. 

როგორც დოლიძემ აღნიშნა, ყურადღება განსაკუთრებით სოფელ ერედვში შენობა-ნაგებობების ნგრევას უნდა მიექცს. მინისტრის შეფასებით ეს პრაქტიკულად ეთნიკური წმენდის გაგრძელებაა. 

"ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო მხარდაჭერა და რეაგირება მოჰყვეს ამ საკითხს”, - დასძინა დოლიძემ. 

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, 3-4 ოქტომბერს, სახელმწიფო მინისტრი კონგრესმენებს-პოლ კუკს, მაიკლ ტერნერს და ტედ დოიჩსს, აგრეთვე, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს კურტ ვოლკერს, ბრუკინგსის ინსტიტუტის აშშ-სა და ევროპის ცენტრის დირექტორს თომას რაიტს  შეხვდა, აგრეთვე,  მონაწილეობა მიიღო ქ. ფილადელფიაში,  პენსილვანიის უნივერსიტეტის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ბაიდენის ცენტრში გამართულ დისკუსიაში. 

შეხვედრებზე ისაუბრეს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის, აგრეთვე, დაგეგმილი სამიტებისთვის მზადების საკითხებსა და მოლოდინებზე. განიხილეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება

„ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია არის უმნიშვენლოვანესი ჩვენი ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით, ერთი მხრივ, ჩვენ ვმუშაობთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გამტკიცებისთვის, მეორე მხრივ, კი გვაქვს უდიდესი გამოწვევა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის. სწორედ ამ მიმართულებებით არის მნიშვნელოვანი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის კონსოლიდაცია“, - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics