06:04 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-05 12:30:14, 1888 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველო კანადის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერით სარგებლობს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში კანადის საელჩოს მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრო, რომელიც საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილის და კანადის კონფედერაციის შექმნის 150 წლის იუბილეს მიეძღვნა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცუიით, მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, საქართველოში კანადის ელჩმა კრისტოფერ კუტერმა და ევროკავშირსა და ევროპაში კანადის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დიონმა.

უწყების ინფორმაციით, ჯანელიძემ  საქართველოსა და კანადას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ვრცლად ისაუბრა.

 მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას.

„დღეისათვის ჩვენ ვსარგებლობთ კანადის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერითა და გამორჩეული თანამშრომლობით თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე დემოკრატიული და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით. ამავდროულად, მიგვაჩნია, რომ არსებობს უაღრესად დიდი პოტენციალი ჩვენ ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გასაძლიერებლად" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საკუთარ გამოსვლაში ვიცე-პრემიერმა ისაუბრა კანადის ურყევ მხარდაჭერაზე როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის, ასევე დემოკრატიის კონსოლიდაციის და ეკონომიკური განვითარების წარმატებული პროცესის მიმართ.

როგორც სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა 2017 წელი მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისათვის, რადგან ერთი მხრივ, აღინიშნება საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი, მეორე მხრივ კი, წელს საქართველო დამოუკიდებლობის 26 წლის იუბილეს, ხოლო კანადა - კანადის კონფედერაციის შექმნის 150 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმში გამართულ ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ კანადის ეროვნული დღესასწაული - კონფედერაციის დღე- საქართველოში წელს პირველად აღინიშნა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics